Wednesday, December 7, 2016

დღე მეოთხე - მოდული N4 - სასწავლო ნიმუშების შექმნა

მოდული N4 შედგება 5 აქტივობისაგან, რომელთაც წინ უსწრებდა კონკრეტული საკითხების განხილვა:

  • დაწყვილდი და გაუზიარე: პროექტებში ინტერნეტის გამოყენება;
  • პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ადაპტაცია პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან.
განვიხილეთ შემდეგი აქტივობები:
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება;
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა;
  • მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი;
  • სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა;
  • რეფლექსია.

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი      რ ე ს უ რ ს ე ბ ი:


მეოთხე მოდულის შეჯამება და ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემას;
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას;
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას;
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან დაკავშირების დამყარებას;
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადექვატურად გამოყენებას;
  • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს;
პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
  • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს;
  • პუბლიკაციები: ტექსტური დოკუმენტაციისათვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს;
  • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია.

Tuesday, December 6, 2016

დღე მესამე - მოდული N3 - კავშირები

მოდული N3 - შედგება 6 აქტივობისაგან:

1. 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა;
2. ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება;
3. ინტერნეტის გამოყენება კვლებისთვის;
4. ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან;
5. ინტერნეტთანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება;
6. რეფლექსია.


გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი     მ ა ს ა ლ ა :


მესამე მოდულის შეჯამება და ძირითადი საკითხები:

  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს;
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით;
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში სწავლების ნებისმიერ დონეზე;
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს;
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი;
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირის დამყარებას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტთანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრების გაზიარების საშუალებას აძლევს.

დღე მეორე - მოდული N2 - სასწავლო პროექტის დაგეგმვა


მოდული N2 შედგება 6 აქტივობისაგან:

1. სტანდარტების გათვალისწინება:
2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობა;
3. შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა;
4. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად;
5. პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე;
6. რეფლექსია.

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი     მ ა ს ა ლ ა: 



მეორე მოდულის შეჯამება და ძირითადი საკითხები:

  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
  • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის;
  • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით გროვდება ინფორმაცია ძირითად კითხვებზე;
  • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
შეფასების ფორმები პროექტზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  1. ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში;
  2. აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს;
  3. რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს;
  4. იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:

  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად;
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად;
  • პროგრესის მონიტორინგისთვის;
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად;
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირებისათვის.


დღე პირველი - მოდული N1 - პროექტებით სწავლება

მოდული N1 შედგება 6 აქტივობისაგან:

1. დასაწყისი;
2. სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა;
3. პროექტის მოთხოვნების გაცნობა;
4. პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე;
5. გამოცემის მომზადება;
6. რეფლექსია.

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი     მ ა ს ა ლ ა :

ელექტრონული სწავლების სიტუაციური ამოცანები
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
გამოცემის მომზადების ჩეკლისტი
პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
პორტფოლიოს ჩეკლისტი
პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი
სარეგისტრაციო ინფორმაცია
სასწავლო მიზნები
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით

მოდული N1-ის შეჯამება და ძირითადი საკითხები:

სწავლისა და სწავლების კვლევა გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია:
  • მნიშვნელოვანი თემატიკის სიღრმისეული სწავლება;
  • მნიშვნელოვანი იდეების ორგანიზება;
  • მიმდინარე შეფასება;
  • მიზანმიმართული, ავთენტური დავალებები.
პროექტებში გამოიყენება სცენარები, რომლებიც სწავლის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის, მოსწავლეებს რთავს პრობლემის გადაჭრის პროცესში და სხვა მნიშვნელოვან დავალებებში. პროექტების მეშვეობით სასწავლო თემები რეალურ ცხოვრებას უკავშირდება. 

პროექტების დაგეგმვის ეტაპებია:
  • კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება (სტანდარტებიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან)
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება;
  • შეფასების გეგმის შედგენა;
  • აქტივობების შედგენა.