Wednesday, December 7, 2016

დღე მეოთხე - მოდული N4 - სასწავლო ნიმუშების შექმნა

მოდული N4 შედგება 5 აქტივობისაგან, რომელთაც წინ უსწრებდა კონკრეტული საკითხების განხილვა:

  • დაწყვილდი და გაუზიარე: პროექტებში ინტერნეტის გამოყენება;
  • პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ადაპტაცია პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან.
განვიხილეთ შემდეგი აქტივობები:
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება;
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა;
  • მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი;
  • სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა;
  • რეფლექსია.

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი      რ ე ს უ რ ს ე ბ ი:


მეოთხე მოდულის შეჯამება და ძირითადი საკითხები:
  • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემას;
  • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას;
  • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას;
  • ცხოვრებისეულ რეალობასთან დაკავშირების დამყარებას;
  • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადექვატურად გამოყენებას;
  • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს;
პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
  • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს;
  • პუბლიკაციები: ტექსტური დოკუმენტაციისათვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს;
  • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია.

4 comments:

  1. ნატო, ძალიან მომეწონა შენს მიერ გაკეთებული რეფლექსიები. ზედმიწევნით დეტალურად გაქვს ჩამოყალიბებული თითოეული მოდულის მსვლელობა. წარმატებებს გისურვებ!

    ReplyDelete
  2. ნატო მომეწონა შენი პუბლიკაციები.ასევე შენი ეფლექლიებიც,წარმატებები.

    ReplyDelete
  3. ნატო საინტერესო ბლოგი გაქვს,ძალიან მომეწონა, წარმატებებს გისურვებ...

    ReplyDelete
  4. თქვენი რეფლექსიები დეტალიზირებულია და ორიენტირებულია მიზანზე. საინტერესოა კურსის მოდულების თქვენეული ვარიანტი.ვფიქრობ, პრეზენტაციის მომზადებაში ძალიან დაგეხმარება.

    ReplyDelete