მოდული N1 შედგება 6 აქტივობისაგან:
1. დასაწყისი;
2. სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა;
3. პროექტის მოთხოვნების გაცნობა;
4. პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე;
5. გამოცემის მომზადება;
6. რეფლექსია.
გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი მ ა ს ა ლ ა :
ელექტრონული სწავლების სიტუაციური ამოცანები
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
გამოცემის მომზადების ჩეკლისტი
პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
პორტფოლიოს ჩეკლისტი
პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი
სარეგისტრაციო ინფორმაცია
სასწავლო მიზნები
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით
მოდული N1-ის შეჯამება და ძირითადი საკითხები:
სწავლისა და სწავლების კვლევა გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია:
- მნიშვნელოვანი თემატიკის სიღრმისეული სწავლება;
- მნიშვნელოვანი იდეების ორგანიზება;
- მიმდინარე შეფასება;
- მიზანმიმართული, ავთენტური დავალებები.
პროექტებში გამოიყენება სცენარები, რომლებიც სწავლის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის, მოსწავლეებს რთავს პრობლემის გადაჭრის პროცესში და სხვა მნიშვნელოვან დავალებებში. პროექტების მეშვეობით სასწავლო თემები რეალურ ცხოვრებას უკავშირდება.
პროექტების დაგეგმვის ეტაპებია:
- კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება (სტანდარტებიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან)
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება;
- შეფასების გეგმის შედგენა;
- აქტივობების შედგენა.
No comments:
Post a Comment