მოდული N2 შედგება 6 აქტივობისაგან:
2. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობა;
3. შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა;
4. შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად;
5. პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე;
6. რეფლექსია.
გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი მ ა ს ა ლ ა:
მეორე მოდულის შეჯამება და ძირითადი საკითხები:
- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
- ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის;
- თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით გროვდება ინფორმაცია ძირითად კითხვებზე;
- შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
შეფასების ფორმები პროექტზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
- ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში;
- აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს;
- რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს;
- იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
- მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად;
- თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად;
- პროგრესის მონიტორინგისთვის;
- გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად;
- ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევების დემონსტრირებისათვის.
ნატო საინტერესო და მრავალფეროვანი ბლოგი გაქვს .განსაკუთრებით მომეწონა რეფლექსიების ნაწილი. გისურვებ წარმატებებს .
ReplyDelete