მოდული N5 შედგება 4 აქტივობისაგან, რომელთა გაცნობასაც წინ უსწრებდა 2 მნიშვნელოვანი თემის შესახებ საუბარი:
- დაფიქრდი და გაუზიარე: უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად;
- პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ჩართულობა შეფასების პროცესში.
განვიხილეთ შემდეგი აქტივობები:
აქტივობა N1 - შეფასების სტრატეგიების განხილვა;
აქტივობა N2 - მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა;
აქტივობა N3 - მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვა;
აქტივობა N4 - რეფლექსია.
გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი რ ე ს უ რ ს ე ბ ი:
უკუკავშირის მიცემის რჩევები და მეთოდები
განმავითარებელი თვითშეფასება
შეფასების დაგეგმვის ცხრილი
შეფასების დაგეგმვა
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების ადაპტირება
სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი
შეფასების გეგმის ჩეკლისტი
ჟურნალის შებლონი
განმავითარებელი თვითშეფასება
შეფასების დაგეგმვის ცხრილი
შეფასების დაგეგმვა
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შეფასების ადაპტირება
სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი
შეფასების გეგმის ჩეკლისტი
ჟურნალის შებლონი
მეხუთე მოდულის შეჯამება და ძირითადი საკითხები:
მოდულის ძირითადი შეკითხვები:
- როგორ ვაფასებ მოსწავლეთა პროგრესს?
- როგორ უზრუნველვყოფ მოსწავლეთა ჩართულობას შეფასების პროცესში?
ძირითადი საკითხები:
- შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს;
- მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში;
- რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე;
- გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის;
- შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
- შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
- შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
- მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
- აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
- თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
- შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.
No comments:
Post a Comment