Tuesday, January 10, 2017

დღე მეშვიდე - მოდული N7 - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით

მოდული N7  შედგება 3 აქტივობისაგან, რომელსაც წინ უსწრებდა
საინტერესო თემაზე საუბარი:
  • კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის

განვიხილეთ შემდეგი აქტივობები:

აქტივობა N1 - ფასილიტაციის რესურსების შექმნა
აქტივობა N2 - წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება
აქტივობა N3 - რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად


გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი      რ ე ს უ რ ს ე ბ ი 


მეშვიდე მოდულის შეჯამება და ძირითადი საკითხები:

მოდულის კითხვები:
  • როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში?
  • როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად?
ძირითადი საკითხები:
  • კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში;
  • მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში;
  • განხორციელების გეგმაში მითითებულია გაკვეთილის მომზადების, ჩატარების და მისი დასრულებისთვის საჭირო მოთხოვნები;
  • მუდმივი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია ზრდისა და პროგრესის მდგრადობისათვის.

No comments:

Post a Comment