Tuesday, January 10, 2017

დღე მეექვსე - მოდული N6 - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის

მოდული N6  შედგება 5 აქტივობისაგან, რომელთა გაცნობისას განვიხილეთ 2 საინტერესო თემა:
  • დაწყვილდი და გაუზიარე: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაზიარება და შეფასებები;
  • პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა განსხვავებული სჭიროებების გათვალისწინება.

განვიხილეთ შემდეგი აქტივობები:

აქტივობა N1 - ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება;
აქტივობა N2 - თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში;
აქტივობა N3 - მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით;
აქტივობა N4 - პროექტის გეგმის მიმოხილვა;
აქტივობა N5 - რეფლექსია.

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი      რ ე ს უ რ ს ე ბ ი:



მეექვსე მოდულის შეჯამება და ძირითადი საკითხები:

მოდულის ძირითადი კითხვები:
  • როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი მსწავლელის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში?
  • როგორ დავაკმაყოფილო მსწავლელთა განსხვავებული საჭიროებები?
ძირითადი საკითხები:

  • მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოზე გადასვლა როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მიერ მცირე ცვლილებებს მოიცავს;
  • მასწავლებლებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეებთან, რათა დამოუკიდებელი შემსწავლელის როლის განვითარებაში დაეხმარონ;
  • მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ;
  • მასწავლებლები განასხვავებენ დიფერენცირებული სწავლების 4 სახეს:
  1. შინაარსი
  2. პროცესი
  3. პროდუქტი
  4. სასწავლო გარემო
  • მასწავლებლებს შეუძლიათ სწავლის სტილი მრავალი მხრიდან გააანალიზონ, მათ შორის განიხილონ ვიზუალურ-კინესთეტიკურ-აუდიო შემსწავლელები, რავალმხრივიინტელექტის თეორიის მიხედვით განაწილებული შემსწავლელები;
  • ყველა ტიპის შემსწავლელის საჭიროებების დაკმაყოფილება მოითხოვს საფეხურებრივ სწავლებას, რათა მოსწავლის თავდაჯერებულობა და დამოუკიდებლობა თანდათანობით გაიზარდოს.

No comments:

Post a Comment